geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

XIV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა კრიზისების ეპოქაში: წესრიგის რეორგანიზაცია და სოციალურ-პოლიტიკური ტრანსფორმაცია“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 25-26 ივნისს გაიმართება XIV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა კრიზისების ეპოქაში: წესრიგის რეორგანიზაცია და სოციალურ-პოლიტიკური ტრანსფორმაცია.“

დაჩქარებული გლობალური ტრანსფორმაციის კონტექსტში საზოგადოებაზე სულ უფრო მზარდ გავლენას ახდენს კრიზისები: გეოეკონომიკური არასტაბილურობა, ეკონომიკური გაურკვევლობა, გარემოსდაცვითი გამოწვევები, ტექნოლოგიური რღვევები და ცვალებადი სოციალური სტრუქტურები. ეს პროცესები მოითხოვს განახლებულ თეორიულ რეფლექსიასა და ინოვაციურ მეთოდოლოგიურ მიდგომებს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში. კონფერენციის მიზანია, შექმნას ინტერდისციპლინური პლატფორმა, სადაც განხილული იქნება, როგორ გარდაქმნის კრიზისები სივრცით კონფიგურაციებს, სოციალურ ურთიერთობებსა და პოლიტიკურ წესრიგს ლოკალურ, რეგიონულ და გლობალურ დონეებზე.

კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორები, მკვლევრები და დოქტორანტები სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სხვადასხვა მიმართულებიდან.

იხილეთ პროგრამა.

თარიღი: 22/06/2026